x
≡ Menu
ჩვენს შესახებ პროექტები პორტფოლიო კონტაქტი

შალეს ტიპის ხის სახლები ევროპის საუკეთესო სამთო-სთხილამურო კურორტებზე



შალეს ტიპის ხის სახლები ევროპის საუკეთესო სამთო-სთხილამურო კურორტებზე
ვინც ერთხელ მაინც არის ნამყოფი ევროპის სამთო-სთხილამურო კურორტებზე შეამჩნევდა შალეს ტიპის ხის სახლების, სასტუმროებისა და ბარების სიმრავლეს. შალე (chalet) - ფრანგული სიტყვაა და მწყემსის სახლს ნიშნავს, ამ ტიპის სახლების მშენებლობა ავსტრიულ ალპებში 16-17 საუკუნეებში დაიწყო და დღეისათვის ჩამოყალიბდა ალპური ზონის ერთ-ერთ მთავარ არქიტექტურულ მიმდინარეობად მთელი ევროპის მასშტაბით.
ამ სტატიაში გთავაზობთ შალეებს ევრიპის საუკეთესო სამთო-სათხილამურო კურორტებიდან:

Les Gentianes 1850 - კურშაველი, საფრაბგეთი

შალე თორმეტამდე სტუმარზეა გათვალისწინებული და მასში მოხვედრა პირდაპირ სათხილამურო ტრასიდანაა შესაძლებელი.


დიდი მისაღები ოთახი ბუხარით მესამე სართულზეა განთავსებული


მეორე სართულზე განლაგებულია მყუდრო საძინებლები


პირველ სართუზე კი სავარჯიშო დარბაზი და საცურაო აუზი (7მx3მ)

შალეების გაქირავების ბრიტანულ საიტზე არსებული ინფორმაციით ამ შალეს ქირაობა 7 დღით იანვრის დასაწყისში დაახლოებით 140 000 ევრო დაგიჯდებათ, აპრილის დასაწყისში კი იგივე 7 დღე სულ რაგაც 40 000 ევრო.

Troi Ours - მარიბელი, საფრანგეთი

შალე ხუთი საძინებელით ათ სტუმარზეა გათვალისწინებული


მისაღები ოთახი ბუხარით


საძინებელი


ჯაკუზი ტერასაზე

ამ შალეს 7 დღით ქირაობის ღირებულება 22 000 ევროდან იწყება

White Pearl - ცერმატი, შვეიცარია
თორმეტ სტუმარზე გათვლილი შალე


მისაღები ოთახი ბუხარით ხის სახლისათვის უჩვეულო, კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი


საძინებელი ბუხარით და აბაზანით


შალეში ასევე გათვალისწინებულია საცურაო აუზი და კინო დარბაზი

შალეს ქირაობა 7 დღით საახალწლოდ 115 000 ევრო ეღირება.

Makini - ვერბიე, შვეიცარია

თერთმეტ სტუმარზე გათვლილი შალე დიდი აუზით


სამზარეულო ღვინის ოთახით


საცურაო აუზი


საძინებელი საოცარი ხედით

850 კვადრატული მეტრი ფართის მქონე ამ შალეს 7 დღით ქირაობის ფასი 92 000დან 156 000 ევრომდე მერყეობს.

Uberhause - ლეხი, ავსტრია

პირდაპირ სათხილამურო ტრასაზე განთავსებული 16 სტუმარზე გათვლილი შალე


ტრადიციული ხის ინტერიერი მისაღებ ოთახში თანამეროვე სტილის ავეჯითაა გაწყობილი


ხის სახლის საძინებელში ყოველთვის განსხვავებული, ჯანსაღი მიკროკლიმატია


აუზი საუკეთესო ხედით

ამ ხედით 7 დღის განმავლობაში დატკბობა დეკემბრის ბოლოს თითქმის 100 000 ევრო ეღირება.

ბოლოს გთავაზობთ ჩვენი დღევანდელი მიმოხილვის უდაო ლიდერს როგორც ტევადობით ასევე ფასით

Chalet N - ლეხი, ავსტრია

სათხილამურო ტრასაზე განლაგებული ეს შალე 22 სტუმარს იტევს


ხედი ტერასიდან


ბუხარი


მისაღები


დიდი საძინებელი


ბავშვებს მოეწონებათ


აუზი საძინებელში თუ საძინებელი აუზში?


ჯაკუზი ღია ცის ქვეშ...

და ეს ყველაფერი კვირაში სულ რაღაც... 490 000 ევროდ! სწორედ ამდენი ეღრება შალეს ქირაობა 20-27 დეკემბერს.

დღესდღეობით წარმოუდგენელია თანამედროვე ევროპული სამთო-სათხილამურო კურორტი ხის სახლების, სასტუმროების, ბარების, რესტორნების და სხვა დანიშნულების ობიექტების გარეშე. სამწუხაროდ საქართველოს კურორტებზე არქიტექტურის ეს მიმართულება ფაქტიურად არ არის წარმოდგენილი, მაგრამ ჩვენ გვჯერა რომ სულ მალე სიტუაცია გამოსწორდება.
თუ გსურთ თანამედროვე ხის სახლის აშენება, დაგვირეკეთ, მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე ან დაგვისვით ნებისმიერი შეკითხვა საიტზე მოცემული "კითხვის დასმა" ფორმის მეშვეობით.


© 2017
საქართველო, ბორჯომის რ-ნი, დ. ბაკურიანი, წრიულის ქ. 38