x
≡ Menu
ჩვენს შესახებ პროექტები პორტფოლიო კონტაქტი

24 ნომრიანი ხის სასტუმრო ბაკურიანისათვის



ხის სასტუმროს ეს პროექტი ჩვენმა არქიტექტორებმა სპეციალურად ბაკურიანისათვის შეიმუშავეს მაგრამ ის ასევე იდეალურად მოუხდება საქართველოს ნებისმიერ მაღალმთიან რეგიონს. პროექტის შექმნისას ჩვენი არქიტექტორთა გუნდის შთაგონების ძირითადი წყარო საქართველოს ეროვნული დროშა იყო, სწორედ ამან განაპირობა სასტუმროს ჯვარისებრი ფორმა და სახურავის წითელი ფერი სასტუმროში ოცდაოთხი სტანდარტული ორ ადგილიანი ნომერია გათვალისწინებული. სასტუმროს პირველი სართული რკინა-ბეტონისაა ხოლო დანარჩენი სამი შეწებებული ხის ძელებითაა ნაშენები.
პირველი სართული - 454 მ2 : ჰოლი, სასადილო, ბარი, საბილიარდო და სხვა
მეორე სართული - 212 მ2 + 242 მ2 ტერასები: რვა სტანდარტული ორ ადგილიანი ნომერი
მესამე სართული - 212 მ2 + 89 მ2 აივნები: რვა სტანდარტული ორ ადგილიანი ნომერი
მეოთხე სართული - 212 მ2 + 89 მ2 აივნები: რვა სტანდარტული ორ ადგილიანი ნომერი

სასტუმროს სუფთა საცხოვრებელი ფართია 1090 მ2 ხოლო საერთო ფართი აივნებითა და ტერასებით 1510 მ2











© 2017
საქართველო, ბორჯომის რ-ნი, დ. ბაკურიანი, წრიულის ქ. 38