x
≡ Menu
ჩვენს შესახებ პროექტები პორტფოლიო კონტაქტი

სიახლეები

24 ნომრიანი ხის სასტუმრო ბაკურიანისათვის ხის სასტუმროს ეს პროექტი ჩვენმა არქიტექტორებმა სპეციალურად ბაკურიანისათვის შეიმუშავეს მაგრამ ის ასევე იდეალურად მოუხდება საქართველოს ნებისმიერ მაღალმთიან რეგიონს. პროექტის შექმნისას ჩვენი არქიტექტორთა გუნდის შთაგონების ძირითადი წყარო საქართველოს ეროვნული დროშა იყო, სწორედ ამან განაპირობა სასტუმროს ჯვარისებრი ფორმა და სახურავის წითელი ფერი სასტუმროში ოცდაოთხი სტანდარტული ორ ადგილიანი ნომერია გათვალისწინებული. სასტუმროს პირველი სართული რკინა-ბეტონისაა ხოლო დანარჩენი სამი შეწებებული ხის ძელებითაა ნაშენები. პირველი სართული - 454 მ 2 : ჰოლი, სასადილო, ბარი, საბილიარდო და სხვა ... მეტი


შეწებებული ხის სახლის თბოიზოლაციური მახასიათებლები ჩვენ ხშირად გვეკითხებიან თუ რამდენად თბილია ჩვენი სახლები და ესაჭიროება თუ არა რაიმე სახის დამატებითი თბოიზოლაცია. პასუხი მარტივია, არა! არანაირი დამატებითი თბოიზოლაცია ან მოპირკეთება არაა საჭირო, შეწებებული ხე ჩვენი სახლების კედლების ერთად-ერთი მასალაა რაც გამორიცხავს თერმოსის ეფექტს რომელიც წარმოიქმნება კარკასული სახლის შემთხვევაში ან დათბუნებული ბლოკისა თუ აგურის სახლის შემთხვევაში, თერმოსის ეფექტი ხელს უშლის სახლში ჰაერის ცირკულაციას, ხის კედლის შემთხვევაში კი სახლში იქმნება ჯანსაღი მიკროკლიმატი ჰაერის მუდმივი ცირკულაციის ხარჯზე. ... მეტი


ETA 14/0367 სერტიფიკატი 2015 წლის ივლისში კომპანია არქილაინმა დაასრულა ETA 14/0367 სერტიფიკაციის თითქმის ორ წლიანი პროცედურა და მიიღო წარმოებული პროდუქციის CE- მარკირების უფლება. ამგვარად არქილაინი პირველი (და ჯერჯერობით ერთადერთი) ბელორუსული კომპანიაა რომელმაც მოიპოვა ხის სახლების შუამავალი ორგანიზაციების გარეშე რეალიზაციის უფლება მთელი ევროკავშირის ტერიტორიაზე. სერტიფიკატი ადასტურებს არამხოლოდ წარმოებული პროდუქციის უმაღლეს ხარისხს არამედ ასევე მეტყველებს წარმოების სრული ციკლის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე. ... მეტი


ხის სახლი ბაკურიანში შეწებებული ხის ძელებით აშენებული პირცელი ორი სახლის მშენებლობა ბაკურიანში მიმდინარეობს მშენებლობა 2015 წლის ივნისში დაიწყო პირველი სართული ორი სახლი სახურავის ქვეშ 10 დღის განმავლობაში მოექცა სახლები ბაკურიანში კოხტა-გორის ძირში შენდება სახლები სრული რემონტით 2015 წლის დეკემბერში ჩაბარდება თუ გსურთ შეიძინოთ ეს სახლი ან შეგვიკვეთოთ ნებისმიერი სხვა პროექტი, დაგვიკავშირდით და მიიღეთ სრული ინფორმაცია. პირველ სართულზე საერთო სივრცეშია გაერთიანებული სამზარეულო, სასადილო და მისაღები ოთახი ბუხარით მეორე სართულზე ორი საძინებელია განთავსებული, თითოეულს აქვს თავისი აბაზანა და აივანი ... მეტი


შალეს ტიპის ხის სახლები ევროპის საუკეთესო სამთო-სთხილამურო კურორტებზე ვინც ერთხელ მაინც არის ნამყოფი ევროპის სამთო-სთხილამურო კურორტებზე შეამჩნევდა შალეს ტიპის ხის სახლების, სასტუმროებისა და ბარების სიმრავლეს. შალე (chalet) - ფრანგული სიტყვაა და მწყემსის სახლს ნიშნავს, ამ ტიპის სახლების მშენებლობა ავსტრიულ ალპებში 16-17 საუკუნეებში დაიწყო და დღეისათვის ჩამოყალიბდა ალპური ზონის ერთ-ერთ მთავარ არქიტექტურულ მიმდინარეობად მთელი ევროპის მასშტაბით. ამ სტატიაში გთავაზობთ შალეებს ევრიპის საუკეთესო სამთო-სათხილამურო კურორტებიდან: Les Gentianes 1850 - კურშაველი, საფრაბგეთი შალე თორმეტამდე სტუმარზეა გათვალისწინებული და მასში მოხვედრა პირდაპირ ... მეტი


შეწებებული ხის ძელის წარმოება ჩვენი ხის სახლების უმეტესობა შენდება შეწებებული ხის ძელების გამოყენებით. შეწებებული ხის ძელის დამზადება ხანგრძლივი და ტექნოლოგიურად საკმაოდ რთული პროცესია რომლის შედეგადაც ხის მასალა იძენს განსაკუთრებულ თვისებებს. შეწებებულ ხეში ტენიანობა დაყვანილია 12%-მდე რაც იძლევა ამ მასალით სახლების მშენებლობის საშუალებას მაღალი ტნიანობის მქონე რეგიონებშიც კი. შეწებებული ხე არ იცვლის ფორმას, არ სკდება, არ იფრაკება, მას არააქ არაჯანსაღი როკები და სხვა დეფეკტები, მისი თბოიზოლაციური თვისებები საგრძნობლად გაუმჯობესებულია, ესეთი მასალით აშენებული სახლის ექსპლუატაციაში მიღება შესაძლებელია ... მეტი



გვერდებზე | 1 |
© 2019 Alrchiline Georgia
საქართველო, ბორჯომის რ-ნი, დ. ბაკურიანი, წრიულის ქ. 38